ბილ გეითსი: კვლავ ვდგავართ იმ საფრთხის წინაშე, რომ ამ პანდემიამ შეიძლება წარმოქმნას ვარიანტი, რომელიც კიდევ უფრო გადამდები და მომაკვდინებელი იქნება

ბილ გეითსი: კვლავ ვდგავართ იმ საფრთხის წინაშე, რომ ამ პანდემიამ შეიძლება წარმოქმნას ვარიანტი, რომელიც კიდევ უფრო გადამდები და მომაკვდინებელი იქნება

კომპანია Microsoft-ის დამფუძნებელმა, ბილ გეითსმა განაცხადა, რომ მეტი ინვესტიცია იქნება საჭირო მომავალი პანდემიის თავიდან ასაცილებლად და შესაძლოა, მიმდინარე პანდემიის ყველაზე უარესი სცენარი ჯერ არ მომხდარა.

„ველურად მეჩვენება, რომ ჩვენ შეგვიძლია უგულებელვყოთ ეს ტრაგედია და არ განვახორციელოთ ინვესტიციები მსოფლიოს მოქალაქეების სახელით“, - აღნიშნა მან.

მისი თქმით, ის ასევე შეშფოთებულია კორონავირუსის პანდემიის მომავლის გამო.

„ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ამჟამინდელი დაფინანსება საერთოდ არ არის სერიოზული, როდესაც საქმე პანდემიას ეხება. ჩვენ კვლავ ვდგავართ იმ საფრთხის წინაშე, რომ ამ პანდემიამ შეიძლება წარმოქმნას ვარიანტი, რომელიც კიდევ უფრო გადამდები და მომაკვდინებელი იქნება“, - აღნიშნა ბილ გეითსმა.