უკრაინული მედია: რუსული დაბომბვის შემდეგ

უკრაინული მედია: რუსული დაბომბვის შემდეგ "აზოვსტალში" ხანძარია

"აზოვის" პოლკის სამხედროებმა ,,უკრაინსკაია პრავდას" განუცხადეს, რომ რუსული დაბომბვის შემდეგ, მარიუპოლში, ,,აზოვსტალის" ფოლადის ქარხნის ტერიტორიაზე მასშტაბური ხანძარი გაჩნდა, რომლის დანახვაც მთელი მარიუპოლიდან არის შესაძლებელი.

როგორც მედია წერს, უკრაინელი ჯარისკაცები "აზოვის" პოლკიდან ცოცხლები არიან, მაგრამ რუსული არტილერიისა და ავიაციის ძლიერი დაბომბვების ქვეშ იმყოფებიან.

"აზოვის" პოლკის ინფორმაციით, ჯარისკაცები კვლავ იბრძვიან.