დმიტრო კულება: ჩვენ მხარს ვუჭერთ მოლდოვას, თუმცა ომის დასაწყისში უფრო მეტ მხარდაჭერას ველოდით

დმიტრო კულება: ჩვენ მხარს ვუჭერთ მოლდოვას, თუმცა ომის დასაწყისში უფრო მეტ მხარდაჭერას ველოდით

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ უკრაინა განაგრძობს მოლდოვასთან თანამშრომლობას და მხარს უჭერს მის ტერიტორიულ მთლიანობას დნესტრისპირეთში ესკალაციის ფონზე.

„ჩვენ უნდა ვიმუშაოთ მოლდოვასთან და მხარი დავუჭიროთ ამ სახელმწიფოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. ჩვენ ამას გავაკეთებთ, მიუხედავად იმისა, რომ, გულწრფელად რომ ვთქვათ, რუსეთის შემოჭრის დასაწყისში მოლდოვასგან უკეთეს რეაქციას ველოდით“, - აღნიშნა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

დმიტრო კულებამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მოლდოვას არ სჭირდება კიდევ ერთი ფრონტი დნესტრისპირეთში, ისევე როგორც უკრაინასა და ევროპას.

„ამიტომ ჩვენ ერთად შევაკავებთ ესკალაციას და გავაკონტროლებთ ვითარებას“, - განაცხადა კულებამ.

Aburjga Tasmanieli რა მხარდაჭერას ელოდი მოლდავეთისაგან და რაში შე პირუტყვო მაიმუნო?! ეს არის საგარეო საქმეთა მინისტრი?! თქვენ გენეტიკურ ძმებს რუსებს რომ უღალატეთ და დაიჩემეთ ნატო, ნატოო... ან ყირიმი რიმ რუსეთი იყო არ იცოდით, რას ბომბავდით და ატერორებდით დონეცკს და ლუგანსკს? რატომ აკრძალეთ რუსული სკოლები და რუსული ენა, ნაცისტები ხართ?! რატომ გადაწყვიტეთ, რომ რუსები კი არა მტარვალი აშშ და კოლონიზატორი ბრიტანეთია თქვენი ნათესავ-მოყვარეები?! ან ეს პოლონელობი, რომლებიც ადამიანებადაც არ გთვლიდნენ და თქვენს ტერიტორიებს საკუთრად მიიჩნევენ როდის მერე გახდნენ თქვენი ჭირისუფლები?! მოკლედ ვერ ხართ რა, ვერა!
2 წლის უკან