ზუსტად ასე „ტაშფანდურით“ მიიღო პოროშენკომ სააკაშვილი, შემდეგ კი, ხან სახურავიდან ჩამოჰყავდათ, ხან თმებით ათრევდნენ რესტორნებში,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ „ქრონიკაში“ განაცხადა.
„უკვე არაფერში ჯდება და მიუღებელია უკრაინის მხრიდან ეს დაუსაბუთებელი ბრალდებები. თუ კონკრეტული ფაქტები არსებობს, შეუძლიათ, როგორც აქამდე თანამშრომლობდნენ პარტნიორი სახელმწიფოები, თუ რამე აქვთ არგუმენტი ან მტკიცებულება, უნდა წარმოადგინონ და შესაბამის რეაგირებას მოახდენს სახელმწიფო. ეს ლიტონი სიტყვებია, ცრუ ბრალდებები. ვიცი ეს საიდანაც მოდის, ეს არის ჩვენთან მყოფი „ომის პარტიის“ გავლენა. თქვენ გახსოვთ ბარამიძის ჩანაწერი, რომელიც მანვე დაადასტურა, რომ თურმე როგორ გაბედა აქ უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა და მადლობა გადაუხადა იმ საქართველოს, რომელმაც 30 ათასამდე უკრაინელი შეიფარა და უფასოდ საცხოვრებელი, კვება, ტრანსპორტირება, სკოლა, ბაღი მისცა. იმ ადამიანმა ამ ყველაფრის გამო სამართლიანად მადლობა გადაუხადა ქართველ ერს, სახელმწიფოს და უნდა დავსაჯოთო. არახამიაც ჩვეულებრივი წარმომადგენელია სააკაშვილისა და ამ „ნაციონალური მოძრაობის“. მე უბრალოდ დღეს კიდევ ერთხელ მივმართე უკრაინის ხელისუფლებას. ზუსტად ასე „ტაშფანდურით" “მიიღო პოროშენკომ სააკაშვილი, შემდეგ კი ხან სახურავიდან ჩამოჰყავდათ, ხან თმებით ათრევდნენ რესტორნებში და ა.შ. იმ საერთო აგრესორზე, რომელიც არის რუსეთი, იყოს კონცენტრირებული ზელენსკი, თავისი მთავრობით და თუ რამე კონკრეტული აქვთ, წარმოადგინონ. ჩვენ ამას განვიხილავთ და დავბლოკავთ, თუმცა ასეთი ბუნებაში არ არსებობს“,- აღნიშნა ზარქუამ.