ზელენსკი ოფიციალურ ანკარას აკრიტიკებს და აცხადებს, რომ თურქეთი ფულს აკეთებს იმ დროს, როდესაც უკრაინელები რუსეთთან ომში სისხლს ღვრიან

ზელენსკი ოფიციალურ ანკარას აკრიტიკებს და აცხადებს, რომ თურქეთი ფულს აკეთებს იმ დროს, როდესაც უკრაინელები რუსეთთან ომში სისხლს ღვრიან

თურქეთი ფულს აკეთებს იმ დროს, როდესაც უკრაინელები რუსეთთან ომში სისხლს ღვრიან, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, რომელმაც გააკრიტიკა ანკარა რუსებისთვის ახალი ტურისტული მარშრუტების შექმნის გამო.

ბერძნულ EPT News-თან ინტერვიუში ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ თურქეთი, ერთი მხრივ, შუამავალია მოლაპარაკებებში და მნიშვნელოვანი ნაბიჯებით უჭერს მხარს უკრაინას, ხოლო მეორე მხრივ, რუსი ტურისტებისთვის რამდენიმე ტურისტულ მარშრუტს ამზადებს.

„ერთი მხრივ, თურქეთი შუამავალია და უკრაინას მნიშვნელოვანი ნაბიჯებით უჭერს მხარს. მეორე მხრივ, ჩვენ ვხედავთ ამავდროულად ტურისტული მარშრუტების მომზადებას სპეციალურად რუსული ტურიზმისთვის“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

მან აღნიშნა, რომ თუ თურქეთსა და უკრაინას სურთ მეგობრული ურთიერთობა და ამაზე საუბარი აუცილებელია.

„განსაკუთრებით რუსული ტურიზმისთვის. ამას ჩვენც ვხედავთ. მე, როგორც პრეზიდენტმა, თუ გვინდა მეგობრული ურთიერთობა გვქონდეს, უნდა ვთქვა, რომ ეს შეუძლებელია, ეს ორმაგი სტანდარტებია. მიმაჩნია, რომ ასე არ შეიძლება, რადგან არჩევანი უნდა გააკეთო - ან მხარი დაუჭირო სიმართლეს, ან არა“, - განაცხადა მან.