გრიგოლ ვაშაძე სააკაშვილზე: მზად არის იმისთვის, რომ კვალიფიციური სამედიცინო დახმარება მიიღოს

გრიგოლ ვაშაძე სააკაშვილზე: მზად არის იმისთვის, რომ კვალიფიციური სამედიცინო დახმარება მიიღოს

ადამიანი არის ცუდად, დამიჯერეთ. 20 წელზე მეტია ვიცნობ ამ ადამიანს და სიმულიანტობა და სიაფანდობა ვიცი რა არის, - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ რუსთავის პენიტენციური დაწესებულების დატოვების შემდეგ, სადაც მან მიხეილ სააკაშვილი მოინახულა.

„თავად მზად არის იმისთვის, რომ კვალიფიციური სამედიცინო დახმარება მიიღოს. გადასხმას ვერ უკეთებენ, ამ ციხეში სოფლის ამბულატორიაა ჩვეულებრივი. გასაგებია, პენიტენციური დაწესებულებაა და აქ უმაღლესი კლასის სამედიცინო დახმარების გაწევა შეუძლებელია. აუცილებელია სასწრაფოდ საზღვარგარეთ გადაყვანა. ამით ყველა მოიგებს ადამიანური, პოლიტიკური, სოციალური, პრაგმატული თვალსაზრისით. იცის, რომ ეს არც წარმოდგენაა, არც ცირკი და არც თეატრი. ადამიანი არის ცუდად, დამიჯერეთ. 20 წელზე მეტია ვიცნობ ამ ადამიანს და სიმულიანტობა და სიაფანდობა ვიცი რა არის“, - განაცხადა ვაშაძემ.

მიხელ სააკაშილის ოჯახის წევრებმა განაცხადეს, რომ თუ ორშაბათს 18:00 საათამდე მსჯავრდებულ ყოფილ პრეზიდენტს საზღვარგარეთ სამკურნალო დაწესებულებაში არ გადაიყვანენ, პერმანენტულ აქციებს დაიწყებენ.