გვითხარით, მართლა კვერცხის და ცილის მიუღებლობის გამო არის ადამიანის მდგომარეობა ასეთი, რასაც ექიმები ამბობენ, თუ სერიოზული რისკის ქვეშ არის? უნდა უპასუხოთ ამ კითხვას, - ასე მიმართა „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა პაატა მანჯგალაძემ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე უმრავლესობის დეპუტატებს საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრისას.
როგორც მანჯგალაძემ აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის საკითხი ხელისუფლებაში მყოფი „ქართული ოცნების“ ლიდერების პასუხისმგებლობაა.
„ადამიანის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას არა აქვს ალტერნატივა და ის არის ხელისუფლების უპირველესი საზრუნავი. გვითხარით, მართლა კვერცხის და ცილის მიუღებლობის გამო არის ადამიანის მდგომარეობა ასეთი, რასაც ექიმები ამბობენ, თუ სერიოზული რისკის ქვეშ არის? უნდა უპასუხოთ ამ კითხვას. მათ შორის, ხელისუფლებაში მყოფი „ქართული ოცნების“ ლიდერების პასუხისმგებლობაცაა მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის საკითხი. თუ არის შესაძლებელი, რომ თემატური მოკვლევის ფარგლებში ეს საკითხი რომელიმე კომიტეტმა შეისწავლოს? რომ ვიცოდეთ, მართლაც კვერცხის და ცილის გამო არის ამ მდგომარეობაში, თუ მძიმეა მდგომარეობა, როგორც ამბობენ ექსპერტები“, - განაცხადა მანჯგალაძემ.