კობახიძე სამუზეუმო ექსპონანტია, კოლაბორაციონიზმის მუზეუმს გავხსნით და იქ დავდგამთ მას, – ამის შესახებ პარლამენტის წევრმა გუბაზ სანიკიძემ “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა.
“კობახიძეზე მე განცხადებებს არ ვეკეთებ, ეს არის სამუზეუმო ექსპონანტი და მერე მუზეუმს გავხსნით, კოლაბორაციონიზმის მუზეუმს და იქ დავდგამთ მას.
კითხვაზე, კობახიძის სიტყვები, რომ ომში მყოფი უკრაინაც კი ინარჩუნებს უკრაინასთან სავაჭრო ურთიერთობას, ფაქტობრივი აღიარება ხომ არ არის, რომ ჩვენც ვაწარმოებთ, მაგრამ ჩვენ რას გვერჩითო. ასე ხომ არ უნდა გავიგოთ? – სანიკიძე პასუხობს:
“კი ეს ასეა, ეს თქვენი რემარკა ჟურნალისტიკის მაღალი კლასია. აი ჩვენ კი არა უკრაინაც კი ვაჭრობსო. კობახიძეზე და სისულელეებზე ნუ ვიპალაპარაკებთ, ძალიან გთხოვთ. დროს ნუ დავკარგავთ,” – განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.