იაგო ხვიჩია: ჩვენი დასავლეთში მიღება-არ მიღების საკითხი მხოლოდ ამ კითხვარის შევსებაზე არ არის დამოკიდებული

იაგო ხვიჩია: ჩვენი დასავლეთში მიღება-არ მიღების საკითხი მხოლოდ ამ კითხვარის შევსებაზე არ არის დამოკიდებული

ამ კითხვარის შევსებაზე არ არის მხოლოდ დამოკიდებული ჩვენი დასავლეთში მიღება-არ მიღების საკითხი. ეს დამოკიდებულია იმ პოლიტიკურ სიტუაციაზე, რომელიც უკრაინის გამო არსებობს სამყაროში, - ამის შესახებ პარტია გირჩის ერთ0ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

„ჩვენ თითქოს ვემიჯნებით უკრაინას და მის გზას დასავლეთისკენ და თითქოს სხვა რამე გვინდა, რასაც ჩვენი მეგობრებიც კი ვერ ხვდებიან რას ვაკეთებთ და რა მიმართულებით ვმოძრაობთ. ამან შეიძლება ხელი შეგვიშალოს“, - აღნიშნა ხვიჩიამ.

ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე საქართველოს კითხვარი 11 აპრილს გადაეცა. პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროკავშირის ელჩს საქართველოში კითხვარის პირველ, შევსებულ ნაწილს დღეს პირადად გადასცემს.