ომში მყოფი უკრაინაც კი ინარჩუნებს რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობებს,- ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
„ჩვენ გვაქვს მკაფიო პოზიცია სანქციებზე და ვინარჩუნებთ გარკვეულ ურთიერთობებს რუსეთის ფედერაციასთან, მათ შორის - სავაჭროს. ასევე შეგახსენებთ, რომ დღეს ომში მყოფი უკრაინაც ინარჩუნებს რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობებს. ეს არის გაზი, რისი 80%-ის რეექსპორტირება ევროკავშირში ხდება უკრაინის მიერ, ანუ, უკრაინასაც კი აქვს სავაჭრო ურთიერთობები რუსეთის ფედერაციასთან. მათ შორის რეიმპორტირებას ახდენს პოლონეთიდან და უნგრეთიდან. არავის უთქვამს, რომ უკრაინის ეს გადაწყვეტილება არის არალეგიტიმური ან ამორალური. პრაგმატულ გადაწყვეტილებას იღებს ნებისმიერი სახელმწიფო, უკრაინამაც მიიღო და აწვდის თავისი გავლით გაზს ევროკავშირის ქვეყნებს და თვითონაც იბრუნებს ამ ქვეყნებიდან გაზს. ჩვენ კი, ჩვენი საფრთხეებიდან და მოცემულობიდან გამომდინარე ვიღებთ პრაგმატულ გადაწყვეტილებებს და კიდევ ერთხელ განვმეორდები, რომ არ ვუერთდებით სანქციებს“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.