ეს ჩანაწერი სწორედ იმაზე მიანიშნებს, რომ ბიძინა ივანიშვილი დღეს არ არის ჩართული პოლიტიკაში, ანუ იმის საპირისპიროს მიანიშნებს, რასაც „ნაცმოძრაობა“ ამტკიცებს, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თვმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ჟურნალისტებს განუცხადა. ჟურნალისტებმა კობახიძეს ბიძინა ივანიშვილისა და რუსი ოლიგარქის, ვლადიმერ ევტუშენკოვთან სავარაუდო საუბრის შესახებ ჰკითხეს.
„პირველ რიგში, ამ აუდიოჩანაწერში არ არის საერთოდ არაფერი, ამიტომაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ეს თემა ვერაფრით აწია. რომც დავუშვათ, რომ ეს ჩანაწერი ავთენტურია, ამაში არაფერია არც არალეგიტიმური და არც ამორალური. ჩვეულებრივ, საუბარია, ორ ადამიანს შორის კომუნიკაციაზე. იქიდან გამომდინარე, რომ ბიძინა ივანიშვილს საკითხის გადაწყვეტა არ შეუძლია, ბუნებრივია, მას უწევს ამ ადამიანის გადამისამართება. ეს არის ძალიან მარტივი! ეს ჩანაწერი სწორედ იმაზე მიანიშნებს, რომ ბიძინა ივანიშვილი დღეს არ არის ჩართული პოლიტიკაში, ანუ იმის საპირისპიროს მიანიშნებს, რასაც „ნაცმოძრაობა“ ამტკიცებს“, - განაცხადა კობახიძემ.