კელი დეგნანი: ეს არის არაჩვეულებრივი შანსი საქართველოსთვის, რომ წარმოაჩინოს მზადყოფნა ევროკავშირთან სრული შესაბამისობისთვის განახორციელოს რეფორმები და საკანონმდებლო ცვლილებები

კელი დეგნანი: ეს არის არაჩვეულებრივი შანსი საქართველოსთვის, რომ წარმოაჩინოს მზადყოფნა ევროკავშირთან სრული შესაბამისობისთვის განახორციელოს რეფორმები და საკანონმდებლო ცვლილებები

ეს არის არაჩვეულებრივი შანსი საქართველოსთვის, რომ წარმოაჩინოს მზადყოფნა ევროკავშირთან სრული შესაბამისობისთვის განახორციელოს რეფორმები და საკანონმდებლო ცვლილებები, - ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა.

„ეს არის არაჩვეულებრივი შესაძლებლობა საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინისთვის და თითოეულმა ადამიანმა ეს უნდა აღიქვას სერიოზულად, რადგან ეს მოითხოვს მთლიანი საზოგადოების ჩართულობას.

ეს პროცესი მოითხოვს, რომ ყველა ადამიანმა გააცნობიეროს აღნიშნული პროცესის მნიშვნელობა. კითხვარი შედგება ორი ნაწილისგან. პირველი ნაწილი ძალიან ნალე წარედგინება ელჩ ჰარცელს, ხოლო მეორე ნაწილი არის კიდევ უფრო გრძელი. უფრო მეტ კითხვარს მოიცავს და ზოგადად. აღნიშნული პროცესი საკმაოდ დიდ დროს მოითხოვს. რაც ევროკავშირის თითოეულმა წევრმა გაიარა.

ეს არის არაჩვეულებრივი შანსი საქართველოსთვის, რომ წარმოაჩინოს მზადყოფნა ევროკავშირთან სრული შესაბამისობისთვის განახორციელოს რეფორმები და საკანონმდებლო ცვლილებები. საქართველომ უკვე ძალიან დიდ წარმატებას მიაღწია და აღნიშნული გზა უნდა გააგრძელოს“, - განაცხადა დეგნანმა.

საქართველომ ევროკომისიისგან მიღებული კითხვარის პირველ ნაწილზე მუშაობა დაასრულა. კითხვარი საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს კარლ ჰარცელს 2 მაისს გადაეცემა.

dimpi გეცლიათ ""დინების საწინააღმდეგოდ ცურვა"" და ევროკავშირს აქეთ მოუწევდა შესაბამისობაში თავიანთი მხოლოდ საკანონმდებლო ცვლილებების მოყვანა რათა ცივილიზაცია დაენახათ
2 წლის უკან