ნიკა გვარამია დედამიწაზე ყველას აკრიტიკებს, ვინც მისი და გარკვეული ხაზის მომხრე არ არის, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ქადაგიშვილი ნიკა გვარამიას სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტს, სადაც ის საპატრიარქოს აკრიტიკებს.
„რა თქმა უნდა ვერავინ აეწყობა ნიკა გვარამიას კრიტიკა-არ კრიტიკაზე და რა თქმა უნდა ვერც საპატრიარქო“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
„მთავარი არხის“ დირექტორი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს: „საქართველოს საპატრიარქო სამარცხვინო, ანტიქრისტიანული ჯგრო, ჩვეულებრივი რუსული მეხუთე კოლონა ხართ, დაწყებული უკრაინის ავტოკეფალიის თაროზე შემოდებული ტომოსით და დასრულებული პუტინის პატიმარ სააკაშვილის მიმართ დამოკიდებულებით. აღდგომა მოდის, სიცოცხლის დღესასწაული, და თქვენ ადამიანის სიკვდილს შეჰყურებთ გულგრილად, ზოგიც - სიხარულით“.