სენატორი კრის კუნსი: ჩვენმა ქვეყნებმა უკრაინის საკითხზე ერთობლივად მისცეს ხმა გაეროში, ქართველებმა იციან, რას ნიშნავს აგრესია და ოკუპაცია

სენატორი კრის კუნსი: ჩვენმა ქვეყნებმა უკრაინის საკითხზე ერთობლივად მისცეს ხმა გაეროში, ქართველებმა იციან, რას ნიშნავს აგრესია და ოკუპაცია

ჩვენმა ქვეყნებმა ერთობლივად, ერთნაირად მისცეს ხმა გაეროში, ასევე მნიშვნელოვანია, დახმარება გაგრძელდეს, ქართველებმა იციან, რას ნიშნავს აგრესია, ოკუპაცია, - ამის შესახებ სენატორმა კრის კუნსმა კონგრესის დელეგაციის საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს ბოლო 30 წლის განმავლობაში დაახლოებით ექვსი მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის დახმარება გაუწია.

„ჩვენ კიდევ სხვადასხვაგვარად ვუწევდით მხარდაჭერას: ეკონომიკური განვითარება, უსაფრთხოება, კანონის უზენაესობა. ასევე, ჩვენ ხელს ვუწყობდით ჩვენს ხალხებს შორის კავშირების გამყარებას. უკვე 56 დღეა, რაც პუტინისა და რუსეთის სასტიკი აგრესია მიმდინარეობს. ჩვენ ყველას გვამხნევებს უკრაინელების სიმამაცე და ძალა. ჩვენ, ჩვენმა ქვეყნებმა ერთობლივად, ერთნაირად მისცეს ხმა გაეროში და ასევე მნიშვნელოვანია, დახმარება გაგრძელდეს. ქართველებმა იციან, რას ნიშნავს აგრესია, ოკუპაცია. ახლა დროა, ერთად დავდგეთ“, – განაცხადა სენატორმა კუნსმა.