ჯეიმს აპატურაი: ჩვენ მაქსიმალურს ვაკეთებთ უკრაინის მხარდასაჭერად და რუსეთზე ზეწოლისთვის, რომ ეს ომი შეჩერდეს

ჯეიმს აპატურაი: ჩვენ მაქსიმალურს ვაკეთებთ უკრაინის მხარდასაჭერად და რუსეთზე ზეწოლისთვის, რომ ეს ომი შეჩერდეს

ჯეიმს აპატურაიმ აღნიშნა, რომ რუსეთის ომმა უკრაინაში ფუნდამენტურად შეცვალა უსაფრთხოების რუკა ევროპაში და შეცვალა ის გრძელვადიანად. ნატოს გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილემ აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია საქართველომ, ისევე როგორც ყველა ნატოს ქვეყანამ, გააძლიეროს კიბერუსაფრთხოება.

„არსებობს გადაწყვეტილება, რომელიც ნატოს ქვეყნებმა უკვე მიიღეს ალიანსისთვის. ჩვენ ვაკეთებთ მაქსიმალურს უკრაინის მხარდასაჭერად და რუსეთზე ზეწოლისთვის, რომ ეს ომი შეჩერდეს. ჩვენ მაქსიმალურს ვაკეთებთ, რომ მოვახდინოთ რუსეთის დიპლომატიური იზოლაცია, თუმცა ამასთან, ნატოს ქვეყნებმა გადაწყვიტეს, რომ ჩვენ უნდა გავაკეთოთ მეტი უახლოესი პარტნიორების მხარდასაჭერად, მათ შორის საქართველოში. სწორედ ამიტომ ვარ აქ, რათა განვიხილო კიბერუსაფრთხოებისა და ჰიბრიდული უსაფრთხოების სფეროები, ენერგოუსაფრთხოება. კიბერთავდასხმები იყო უკრაინაზე რუსეთის თავდასხმების ნაწილი ვიდრე დაიწყებოდა სამხედრო მოქმედებები და ის აგრძელებს კიბერთავდასხმებს სამხედრო მოქმედებების დროსაც“, - განაცხადა აპატურაიმ.

დღეს ჯეიმს აპატურაი საქართველოს პარლამენტში ახალ ამპლუაში წარდგება. ნატოს გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილე უსაფრთხოების თანამედროვე გამოწვევების მიმართულებით თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტს ინფორმაციას წარუდგენს ნატოს თანამშრომლობაზე საქართველოსთან კიბერუსაფრთხოებისა და ჰიბრიდულ საფრთხეებთან ბრძოლის სფეროში.