მოსკოვმა კიევს მკაფიო ფორმულირებების დოკუმენტი გადასცა და პასუხს ელოდება. როგორც რუსული მედია წერს, ამის შესახებ ვლადიმერ პუტინის პრესსმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
„ახლა ბურთი უკრაინის მხარესაა“, - აღნიშნა პესკოვმა.
რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე 24 თებერვალს შეიჭრა, რის შემდეგაც პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინაში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა.