ვინ არის „აზოვსტალის

ვინ არის „აზოვსტალის" ქართველი დირექტორი, რომელსაც დღეს მთელი უკრაინა იმედით შესცქერის? - „არ არსებობს დიდი საქმე, სადაც ქართველის ხელი არ ერიოს!“

ამჟამად გადამწყვეტი ბრძოლა მარიუპოლში მდებარე „აზოვსტალის“ ქარხანაში მიმდინარეობს. მიწისქვეშა თავშესაფარში 1 000 მშვიდობიანი მოქალაქეა, ძირითადად კი, ბავშვები, ქალები და მოხუცები. ვითარება უმძიმესია. რუსებმა მასირებული დაბომბვის შედეგად ნანგრევებად აქციეს იქაურობა.

ამ დილით მარიუპოლში მყოფმა 36-ე საზღვაო ქვეითი ბრიგადის მეთაურმა, სერგეი ვოლინამ აზოვსტალის“ ალყაში მოქცეული ქარხნიდან მსოფლიო ლიდერებს მიმართა და დახმარება სთხოვა. ვოლინას თქმით, მათ შესაძლოა რამდენიმე დღე ან საათები აქვთ დარჩენილი და ეს მათი უკანასკნელი მიმართვა იყოს.

 ფაქტს სოციალურ ქსელში „ლელო საქართველოსთვის” პოლიტსაბჭოს წევრი, ირაკლი კუპრაძე ეხმიანება და საზოგადოებას საინტერესო ინფორმაციას უზიარებს.

„უკვე ყველამ ვიცით, რომ მარიუპოლი იქცა უმძიმესი და გმირული ბრძოლის ველად. კონკრეტულად კი ,,აზოვსტალის” ქარხანა, რომელიც იფარავს ასეულობით მშვიდობიან მოქალაქეს თავის მიწისქვეშა ბუნკერებში.

აზოვის ცნობილი მებრძოლებისთვისაც სწორედ ეს ქარხანა იქცა ,,ნოეს კიდობნად”. ისინი ურთულეს ალყაში და საწარმოს დაბომბვის ქვეშ აგრძელებენ სამშობლოსთვის ბრძოლას!

ძალიან ცოტამ თუ იცის, რომ ,,აზოვსტალის” ქარხანას ქართველი ხელმძღვანელი და გენერალური დირექტორი ჰყავს – ენვერ ცქიტიშვილი. არ არსებობს დიდი საქმე, სადაც ქართველის ხელი არ ერიოს, რა თქმა უნდა მართალ და ღირსეულ მხარეს!

ენვერ ცქიტიშვილი უნდა იქცეს 21-ე საუკუნის მელიტონ ქანთარიად, როცა უკრაინის დროშას აღმართავს თავისუფალი ,,აზოვსტალის” და მარიუპოლის თავზე”, – წერს ირაკლი კუპრაძე.

 დღეს უკვე, ფაქ­ტობ­რი­ვად, გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლი "აზოვსტა­ლის“ მე­ტა­ლურ­გი­უ­ლი კომ­ბი­ნა­ტის, რო­მე­ლიც ცნო­ბილ უკ­რა­ი­ნელ ოლი­გარ­ქს - რი­ნატ ახ­მე­ტოვს ეკუთ­ვნის, გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი მე­თერ­თმე­ტე წე­ლია, სწორედ ენ­ვერ ცქი­ტიშ­ვი­ლია.

61 წლის ენ­ვერ ცქი­ტიშ­ვი­ლი ლუ­განსკის ოლ­ქშია და­ბა­დე­ბუ­ლი და ჰა­ბი­ტუ­სი­თაც ნაკ­ლე­ბად წა­ა­გავს ქარ­თველს, მაგ­რამ ის მე­ტა­ლურ­გი­უ­ლი საქ­მის პრო­ფე­სი­ო­ნა­ლია და ამას­თა­ნა­ვე - უკ­რა­ი­ნის პატ­რი­ო­ტი.

მისი ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით "აზოვსტალ­მა“ 2020 წელს 8 მლნ ტო­ნამ­დე თუჯი და ფო­ლა­დი გა­მო­ად­ნო. ცქი­ტიშ­ვი­ლი აცხა­დებს, რომ პუ­ტი­ნის ოკუ­პან­ტე­ბის მა­რი­უ­პო­ლი­დან გაყ­რის შემ­დეგ "აზოვსტა­ლი“ ისევ აღ­დგე­ბა, ისე­ვე, რო­გორც ჰიტ­ლე­რის სამ­ხედ­რო­ე­ბის სამ­წლი­ა­ნი ოკუ­პა­ცი­ის შემ­დეგ გა­ნახ­ლდა...

სა­ვა­რა­უ­დოდ, ენ­ვერ ცქი­ტიშ­ვი­ლის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით, "აზოვსტა­ლის“ ად­მი­ნის­ტრა­ცი­ამ ომის და­წყე­ბის­თა­ნა­ვე "აზო­ვის“ პოლკს დი­დად შე­უ­წყო ხელი ამ უზარ­მა­ზა­რი კომ­ბი­ნა­ტის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე თავ­დაც­ვი­თი ზღუ­დე­ე­ბის მო­სა­წყო­ბად და საბ­რძო­ლო სა­ჭურ­ვლის მა­რა­გის უხი­ფა­თო ად­გი­ლას შე­სა­ნა­ხად.