მმართველი პარტია ისევ ოპოზიციას აკრიტიკებს. სახელისუფლებო გუნდის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ „ნაციონალური მოძრაობის„ დღის წესრიგი არ იცვლება. არეულობის გზით ძალაუფლების ხელში ჩაგდება - ასეთია „ქართული ოცნების“ შეფასება ოპონენტების პოლიტიკურ გეგმებზე. პარლამენტის ვიცე-სპიკერი, გიორგი ვოლსკი „ნაციონალურ მოძრაობას“ ბაკურიანში გამართულ შეხვედრას კიდევ ერთხელ ახსნებს.
„საიდანღაც მოიტანეს ეს თემა. მე ვფიქრობ ეს კვლავ სააკაშვილის ავადმყოფური აზრებია, რომლებზეც კვერის დაკვრის გარეშე „ნაცმოძარაობა“ აღარ იარსებებს. კიდევ ერთხელ, მრავალჯერ უნდა მოვიგონოთ ბაკურიანის შეხვედრა, სადაც დაგეგმეს, რომ კოორდინაციაში მოიყვანონ თავიანთი ბოროტი ზრახვები“, - განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ.