უკრაინის ვიცე-პრემიერის, ირინა ვერეშჩუკის განცხადებით, რუსეთთან მიაღწიეს შეთანხმებას, რომ ოთხშაბათს, გაიხსნას ჰუმანიტარული დერეფანი ალყაში მოქცეული ქალების, ბავშვებისა და მოხუცების ევაკუაციისთვის, - ამის შესახებ Reuters-ი წერს.
„ჩვენ მოვახერხეთ, წინასწარ შეთანხმებულიყო ჰუმანიტარული დერეფანი ქალების, ბავშვებისა და მოხუცებისთვის. მარიუპოლში შექმნილი კატასტროფული ჰუმანიტარული სიტუაციის გათვალისწინებით, დღეისთვის, სწორედ აქეთ მივმართეთ ჩვენი ძალისხმევა“, - წერს ის Facebook-ზე.
როგორც ის აღნიშნავს, უსაფრთხოების ძალიან რთული პირობებიდან გამომდინარე, შესაძლოა, ევაკუაციის ორგანიზებისას გარკვეული გარემოებები შეიცვალოს. ის სთხოვს მოსახლეობას, ოფიციალურ შეტყობინებებს მიჰყვეს.