ლევან იოსელიანი: ახლა ვადამდელი არჩევნების წინაპირობა არ არის, არც კრიზისია და არც არაფერი ისეთი, რომ ვადამდელი არჩევნები დაინიშნოს

ლევან იოსელიანი: ახლა ვადამდელი არჩევნების წინაპირობა არ არის, არც კრიზისია და არც არაფერი ისეთი, რომ ვადამდელი არჩევნები დაინიშნოს

„მოქალაქეების“ წევრი, პარლამენტის ვიცე-სპიკერი, ლევან იოსელიანი, ჟურნალისტებთან საუბრისას, „ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებას გამოეხმაურა

„მგონი, ყველა ვხედავთ, რომ ახლა ვადამდელი არჩევნების წინაპირობა არ არის. არც კრიზისია და არც არაფერი ისეთი, რომ ვადამდელი არჩევნები დაინიშნოს. ზოგადად, მგონი, ვადამდელ არჩევნებზე საუბარი ახლა აზრსმოკლებულია. ჩვენი მოქალაქეებისთვის კიდევ რაღაცის შეპირება, მერე იმედგაცრუება, ეს ყველაფერი, საბოლოო ჯამში, პოლიტიკისა და პოლიტიკოსებისადმი ძალიან დაბალ ნდობას იწვევს. ვადამდელი არჩევნების მომხრე ისედაც არ ვარ, მაგრამ, ზოგადად არ ვარ მომხრე ოპოზიციამ ისეთი დაპირებები გასცეს, რომელსაც ვერ შეასრულებს, იმიტომ, რომ ვადამდელი არჩევნები 2024 წლამდე, ჩემი აზრით, არ იქნება“, - განაცხადა ლევან იოსელიანმა.

„ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ ხვალ, 20 აპრილს, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, სასამართლო პროცესზე, ვადამდელი არჩევნების გეგმასთან დაკავშირებით ისაუბრებს.