გიორგი ვოლსკი: რამდენი ხანი გავიდა და მარგველაშვილმა დასკვნა ვერ გააკეთა ვისთან აქვს საქმე, დაიარება ორი პრეზიდენტის სახელით უკრაინაში და არსებულ ვითარებასთან აბსოლუტურად შეუსაბამო განცხადებებს აკეთებს

პარლამენტის ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი უკრაინაში გიორგი მარგველაშვილის და „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლების წასვლას ეხმაურება. მისი თქმით, მეოთხე პრეზიდენტი კიდევ ვერ მიხვდა ვისთან აქვს საქმე და არსებულ ვითარებასთან აბოლუტურად შეუსაბამო განცხადებებს აკეთებს.

„რამდენი ხანი გავიდა და მარგველაშვილმა დასკვნა ვერ გააკეთა ვისთან აქვს საქმე და დაიარება ორი პრეზიდენტის სახელით უკრაინაში და განცხადებებს აკეთებს აბსოლუტურად შეუსაბამოს იმ ვითარებასთან, რომელიც გვაქვს. ვერ მიხვდა, რომ სისხლზე და ცრემლზე პარაზიტობენ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები და ჩაეწერა ზუსტად იმ ჯგუფში და პროცესში, რომელსაც სამარცხვინო საქციელი ჰქვია„, - განაცხადა ვოლსკიმ.