ირაკლი კობახიძე: საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის უკრაინაში ვიზიტის მთავარი მიზანი იყო სოლიდარობის გამოხატვა უკრაინელი ხალხის და სახელმწიფოს მიმართ

ირაკლი კობახიძე: საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის უკრაინაში ვიზიტის მთავარი მიზანი იყო სოლიდარობის გამოხატვა უკრაინელი ხალხის და სახელმწიფოს მიმართ

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის უკრაინაში ვიზიტის მთავარი მიზანი იყო სოლიდარობის გამოხატვა უკრაინელი ხალხის და სახელმწიფოს მიმართ. პირველ რიგში ამ კუთხით იყო ეს ვიზიტი მნიშვნელოვანი. გარდა ამისა, ეს ვიზიტი იძლეოდა ურთიერთობების ერთგვარად განახლების საშუალებას - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ „ტვ პალიტრის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

მისი თქმით, როდესაც პარლამენტის თავმჯდომარეები ხვდებიან ერთმანეთს, იქ ის საკითხები არ იჭრება, რომლებიც პრობლემურია ურთიერთიერთობებში, ეს საკითხები უფრო მეტად აღმასრულებლის საქმეა, თუმცა ეს ვიზიტი მნიშვნელოვანი იყო იმ კუთხით, რომ დაიძრა გარკვეული თემები.

„შალვა პაპუაშვილის ჩასვლა კიევსა და უკრაინაში ძალიან მნიშვნელოვანი იყო გადატვირთვისთვის, განახლებისთვის.  რაც შეეხება პრობლემურ საკითხებს, ბუნებრივია, ეს საკითხები ჯერ არ არის მოგვარებული, ეს არის ელჩის საკითხი, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ასეთ დროს უკრაინას ყავდეს დანიშნული ელჩი ქვეყანაში, როგორც მოგეხსენებათ, გაკეთდა საჯარო განცხადება ელჩის გათავისუფლებასთან დაკავშირებით, თუმცა ამის შემდეგ დამატებითი ნაბიჯები არ ყოფილა, ჯერჯერობით უკრაინას არ ჰყავს ელჩი საქართველოში, საკითხი მოსაგვარებელია და იმედია მალე მოგვარდება. “ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Aburjga Tasmanieli თქვენ ყველანი ხართ ავადმყოფები და გიჟები! ერთი ნორმალური ადამიანი არ გირევიათ! უკრაინას მხარს რაში უჭერთ? სლავური საქმის ღალატში? იქნებ აფხაზეთს და ე.წ. სამხრეთ ოსეთსაც დაუჭიროთ მხარი? ისე გკითხეთ, თორემ დარწმუნებული ვარ როგორც კი მოგივათ დეპეშა ვაშინგტონიდან და ბრიუსელიდან, მხარსაც დაუჭერთ და სოხუმში ეწვევით დამოუკიდებლობის ღიარების ცერემონიალზე. ხომ გამოგიგზავნეს დასავლეთელმა ბიძიებმა და დეიდებმა 400 პუნქტიანი გეი კითხვარი ტქვე სულით დაცემულებო და ტვინგამორეცხილებო?! მიდით შეავსეთ რაღას უცდით? მერე კროსვორდს გამოგიგზავნიან, მერე რებუსს და იქნებით მხიარულნი!
3 წლის უკან