რუსეთთან დაკავშირებული რამდენიმე ბიზნესმენი ჟურნალ Forbes-ს სთხოვს, ისინი „რუს ბიზნესმენებად“ არ მოიხსენიოს. კერძოდ, გამოცემის მტკიცებით, ამის შესახებ მათ Telegram-ის და VKontakte-ს დამფუძნებლის, პაველ დუროვის წარმომადგენლებმა სთხოვეს.
„პაველ დუროვი წლებია, რუსეთში აღარ ცხოვრობს და არც დაბრუნებას აპირებს“, - აცხადებს ბიზნესმენის წარმომადგენელი.
რამდენიმე წლის განმავლობაში დუროვი Forbes-ის რეიტინგებში რუს ბიზნესმენად იყო მოხსენიებული, თუმცა ახლა Telegram-ის დამფუძნებელი ითხოვს იმის მითითებას, რომ გასულ წელს მან საფრანგეთის მოქალაქეობა მიიღო.
ასეთივე თხოვნით Forbes-ის მობილური თამაშების შემქმნელი კომპანია Playrix-ის დამფუძნებლებმა, იგორ და დიმიტრი ბუხმანებმა, Revolut-ის თანადამფუძნებელმა ნიკოლაი სტორონსკიმ და ინვესტორმა იური მილნერმა მიმართა. ბუხმანები და მილნერი აცხადებენ, რომ ისრაელის მოქალაქეები არიან, სტორონსკი კი თავს ბრიტანეთის მოქალაქედ მოიხსენიებს.
Forbes-ის ინფორმაციით, რუსეთთან დაკავშირებული ბიზნესმენებისგან მსგავსი თხოვნები მათ ადრეც მიუღიათ, მაგრამ ბოლო თვეებში რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების ფონზე ასეთი მიმართვები რიცხვი საგრძნობლად გაიზარდა.