The Washington Post: ზელენსკიმ ბაიდენს რუსეთის ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარების თხოვნით მიმართა

The Washington Post: ზელენსკიმ ბაიდენს რუსეთის ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარების თხოვნით მიმართა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს რუსეთის ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარების თხოვნით მიმართა. ინფორმაციას ამის შესახებ გაზეთი The Washington Post-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

წყაროების ინფორმაციით, აღნიშნული საუბრის დროს ბაიდენს ამ საკითხთან დაკავშირებით კონკრეტული ვალდებულებები არ აუღია.

ტერორიზმის სპონსორი სახელმწიფოს სტატუსი იმ ქვეყანას ენიჭება, რომელმაც არაერთხელ დაუჭირა მხარი საერთაშორისო ტერორიზმის აქტებს.

აშშ-ს აღნიშნულ სიაში ამჟამად ოთხი ქვეყანა ჰყავს შეყვანილი: ჩრდილოეთ კორეა, კუბა, ირანი და სირია.