სვიმონ ჯანგულაშვილი „ნაციონალურ მოძრაობაზე“: ისინი აღმერთებენ ძალაუფლებას - ძალაუფლების სიყვარული არა მარტო რყვნის, არამედ აგიჟებს ადამიანს

სვიმონ ჯანგულაშვილი „ნაციონალურ მოძრაობაზე“: ისინი აღმერთებენ ძალაუფლებას - ძალაუფლების სიყვარული არა მარტო რყვნის, არამედ აგიჟებს ადამიანს

ვერაფრით დაიჯერა სააკაშვილმა და მისმა თანამებრძოლებმა, რომ ხალხს ისინი არ უყვართ. ხალხს „ნაციონალური მოძრაობა“ არ უნდა და ძალიან კარგად ხვდება, რომ ელენე ხოშტარიამ და გიგა ბოკერიამ რაც არ უნდა დაირქვან, ჩვენ ვიცით რომ ისინი ნაცები არიან. ისინი [„ნაციონალური მოძრაობა“] აღმერთებენ და აფანატებენ ძალაუფლებას და ძალაუფლების სიყვარული არა მარტო რყვნის, არამედ აგიჟებს ადამიანს, - ამის შესახებ „ქრონიკაში“ მუსიკოსმა და ბლოგერმა სვიმონ ჯანგულაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ ყველაფერს ცდილობს, რომ ხელისუფლებაში დაბრუნდეს, ისინი ძალაუფლებით არიან მონუსხულები.

„საზოგადოებაში ამაზე რეაქცია როგორია ჩვენ ვხედავთ. ნებისმიერ მიზეზზე, საპროტესტოდ გამოსული მასა მაშინვე იშლება, როგორც კი „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკოსები გამოჩნდებიან. ეს არის საზოგადოების პასუხი. მე შორს ვარ იმ აზრისგან რომ ჩვენ დავიწყოთ რეპრესიები და ერთმანეთის ხოცვა-ჟლეტა, ეს არასწორი იქნება, მაგრამ ისიც არასწორია, როდესაც დამნაშავეები არ ისჯებიან. მე მესმის, რომ შეუძლებელია აიკრძალოს ერთი რომელიმე პარტია, დასავლეთი ამას არ მიიღებს, მაგრამ რატომ არ იღებს პარლამენტი ისეთ კანონს, რომ თუკი ძალაუფლების მქონე პირი, ხელისუფლებაში მყოფი ადამიანმა მუშაობის დროს ჩაიდინა რამე დანაშაული, მას აეკრძალოს პოლიტიკაში ყოფნა და მედიაში მუშაობა“, - განაცხადა სვიმონ ჯანგულაშვილმა.