„ნაციონალური მოძრაობა“ მიხვდა, რომ უკრაინის საკითხზე მათი სპეკულაციების სივრცე დავიწროვდებოდა, ამიტომ პირდაპირ გეგმა „ბე“-ს შესრულება დაიწყეს, რომელიც მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირზე შესაძლო თავდასხმას მოიაზრებს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ალუდა ღუდუშაურმა „ქრონიკის“ პირდაპირ ეთერში ისაუბრა.
მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები უკვე პრდაპირ ქვეყნის ღალატში არიან შემჩნეულები.
„როდესაც ვსაუბრობთ იმ ძალაზე, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ ჰქვია და არის „ომის პარტია“, ახლა უკვე არის ღალატის პარტიაც, რადგან ეს პარტია თავისი რადიკალი წარმომადგენლებით ერთის მხრივ, პირდაპირ ძირგამომთხრელ სამუშაოებს ეწევა ქვეყნის ინტერესებისთვის და ახლა უკვე ამ ყველაფერს დამატებული აქვს ის, რომ ესენი არიან პირდაპირ ქვეყნის ღალატში შემჩნეული. ისინი პრაქტიკულად არც მალავენ თავიანთი მოქმედებებით თუ განცხადებებით ამ ყველაფერს. საუბარია იმაზე, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ სპეკულირებდა, უკრაინის თემით სარგებლობდა და თითქოს პრივატიზებული ჰქონდა ეს საკითხი. ახლა, როდესაც უკრაინის რადას დეპუტატის მხრიდან გადადგმული პრაგმატული ნაბიჯებისა და ჩვენი პარლამენტის თავმჯდომარის ჩართულობის შედეგად მოხდა სწორი კომუნიკაცია, ინფორმაციის გაიცვალა „ნაციონალური მოძრაობა“ მიხვდა, რომ მათი სპეკულაციების სივრცე დავიწროვდებოდა. ამიტომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ პირდაპირ დაიწყო გეგმა „ბე“-ს შესრულება, რომელიც როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირზე შესაძლო თავდასხმას ეხება“, - აღნიშნა ალუდა ღუდუშაურმა.
საქართველოს სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირებზე შესაძლო თავდასხმის საქმეზე სუსმა გამოძიება დაიწყო.