თეთრი სახლის პრესმდივანმა, ჯენ ფსაკიმ განაცხადა, რომ პრეზიდენტი ბაიდენის ვიზიტი უკრაინაში არ იგეგმება.
„ის ყველაფრისთვის მზად არის. ის მზად არის უკრაინაში წასასვლელად, მაგრამ ჩვენ პრეზიდენტს უკრაინაში არ ვაგზავნით“, - აღნიშნა ჯენ ფსაკიმ.
14 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა დადებითად უპასუხა ჟურნალისტების კითხვას, არის თუ არა მზად, უკრაინაში გაემგზავროს.
ჯო ბაიდენმა აღნიშნა, რომ მისი ადმინისტრაცია უკრაინაში აშშ-ის მთავრობის მაღალჩინოსნის გაგზავნაზე მუშაობს.