ნიკა კვარაცხელიას დედა: მადლობას ვუხდი მოსამართლეს, ეს იქნება მათი გამოსწორების დასაწყისი, ჩვენ ამ ახალგაზრდებს გადავარჩენთ

ნიკა კვარაცხელიას დედა: მადლობას ვუხდი მოსამართლეს, ეს იქნება მათი გამოსწორების დასაწყისი, ჩვენ ამ ახალგაზრდებს გადავარჩენთ

საქმის მეორე ნაწილი, რომელიც ცალკეა გამოყოფილი, მკვლელობის დამკვეთები ვინც არიან, ძალიან დროულად ბოლომდე უნდა მივიყვანოთ, - ამის შესახებ სასამართლოს მიერ განაჩენის გამოტანის შენდეგ, ნიკა კვარაცხელიას დედამ, იზა ომაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, იგი ელოდა, რომ მისი შვილის მკვლელობაში დამნაშავეები პასუხისგებაში მიეცემოდნენ.

„ველოდი, ნამდვილად ველოდი. სხვაგვარად არც უნდა ყოფილიყო და მადლობას ვუხდი მოსამართლეს. ეს იქნება მათი გამოსწორების დასაწყისი. ჩვენ ამ ახალგაზრდებს გადავარჩენთ, გამოვასწორებთ. სადაც წავიდნენ, იქ აუცილებლად დაფიქრდებიან“, - განაცხადა ომაძემ.

რაც შეეხება მკვლელობის დამკვეთების საქმეს, მოკლულის დედის განცხადებით, ბოლომდე უნდა იყოს მიყვანილი.

„საქმის მეორე ნაწილი, რომელიც ცალკეა გამოყოფილი, მკვლელობის დამკვეთები ვინც არიან, ძალიან დროულად ბოლომდე უნდა მივიყვანოთ. ჩვენს ქვეყანაში დადგეს სამართალი. იცოდნენ, რომ ასეთი უბედურების შემთხვევაში, ისინი უმკაცრესად დაისჯებიან“, - დასძინა მოკლული ნიკა კვარაცხელიას დედამ, იზა ომაძემ.

საქალაქო სასამართლოს მოსამართლე დავით მგელიაშვილის გადაწყვეტილებით, ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე, აკო ჭელიძეს 17 წლით, გიორგი კავილაძეს კი 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ.

2 წლის ნიკა კვარცახელია გასული წლის 15 სექტმებერს, ფიქრის გორაზე ჩაცხრილეს, დაჭრილი საავადმყოფოში გარდაიცვლა.