უკრაინაში ვიზიტს უნდა ჰქონდეს საქმიანი შინაარსიც და უნდა ვისაუბროთ იმაზე, თუ როგორ მივდივართ უკრაინასა და მოლდოვასთან ერთად დასავლეთის გზაზე, - ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა ვახტანგ მეგრელიშვილმა განაცხადა.
„ჩემი აზრით, მას მერე, რაც გასაგები იქნება, რომ ჩვენი სამძიმარი მიღებულია, ამ ვიზიტს, გარდა სოლიდარობისა, უნდა ჰქონდეს, ფაქტობრივად, საქმიანი შინაარსი. უნდა ვისაუბროთ იმაზე, თუ როგორ მივდივართ ხელიხელჩაკიდებულები უკრაინასა და მოლდოვასთან ერთად დასავლეთის გზაზე“, - აღნიშნა ვახო მეგრელიშვილმა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით, რვა დეპუტატისგან შემდგარი დელეგაცია უკრაინაში სავარაუდოდ დღეს გაემგზავრება.