Washington Post - რუსეთმა აშშ-ს განუცხადა, რომ თუ ვაშინგტონი უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას გააგრძელებს, ამას შესაძლოა, „არაპროგნოზირებადი შედეგები“ მოჰყვეს

Washington Post - რუსეთმა აშშ-ს განუცხადა, რომ თუ ვაშინგტონი უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას გააგრძელებს, ამას შესაძლოა, „არაპროგნოზირებადი შედეგები“ მოჰყვეს

რუსეთმა ამერიკის შეერთებულ შტატებს განუცხადა, რომ თუ ვაშინგტონი უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას გააგრძელებს, ამას შესაძლოა „არაპროგნოზირებადი შედეგები“ მოჰყვეს, - ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკული გამოცემა Washington Post ავრცელებს.

„მოვუწოდებთ შეერთებულ შტატებსა და მის მოკავშირეებს, შეაჩერონ უკრაინის უპასუხისმგებლო მილიტარიზაცია, რაც არაპროგნოზირებად შედეგებს გულისხმობს რეგიონული და საერთაშორისო უსაფრთხოებისთვის“, - ნათქვამია რუსეთის მიერ აშშ-სადმი გაგზავნილ დიპლომატიურ ნოტაში.

ამ დროისთვის, შეერთებულმა შტატებმა უკრაინას მთლიანობაში 1,7 მილიარდი დოლარის ღირებულების დახმარება გამოუყო.

აპრილის დასაწყისში, აშშ-ს სამხედრო მარაგებიდან უკრაინისთვის 100 მილიონი დოლარის ღირებულების „ჯაველინის“ ტანკსაწინააღმდეგო სისტემის მიწოდება დამტკიცდა.