26 მაისთან დაკავშირებული საზეიმო მიღება ბაზალეთის ტურისტულ კომპლექსში გაიმართა. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას 26 მაისის თარიღის მნიშვნელობაზე ისაუბრა და მადლობა გადაუხადა მოწვეულ სტუმრებს სიხარულის გაზიარებისთვის.
პრემიერ-მინისტრის სახელით გამართულ საზეიმო მიღებას საქართველოს პატრიარქი, მთავრობისა და პარლამენტის წევრები, ხელოვნებისა და სპორტის მოღვაწეები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრნენ.