გოგა ხაინდრავა: სააკაშვილის წამოცდენები პირდაპირი ჩვენებებია - რასაც ხელისუფლებას აბრალებენ, მათ მიერ ჩადენილია

გოგა ხაინდრავა: სააკაშვილის წამოცდენები პირდაპირი ჩვენებებია - რასაც ხელისუფლებას აბრალებენ, მათ მიერ ჩადენილია

მიხეილ სააკაშვილის წამოცდენები პირდაპირი ჩვენებებია, რომლებიც გამოძიებისთვის უმოკლესი გზაა დანაშაულის გახსნამდე, - ამის შესახებ რეჟისორმა, გოგა ხაინდრავამ გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა,

„მან პირდაპირ აღიარა, რომ პუტინს 30-ჯერ შეხვდა - წამოსცდა. როდის და რატომ შეხვდა პუტინს?! დანარჩენი საქართველოსთვის მხოლოდ ორი ოფიციალური შეხვედრაა ცნობილი. ვინ მისცა მთელი საქართველოს ენერგეტიკა და წარმოება ბენდუქიძის ხელით რუსებს?! ვინ გადასცა რუსებს კოდორი, ვინ მოიყვანა სანაკოევი, რომელიც კონსტიტუციისა და კანონის დარღვევით იყო. მაშინ ქართული საზოგადოება და საქართველოს მოქალაქეები აიძულეს რომ კანონი დაერღვიათ. ნებისმიერ რამეს, რასაც ისინი „[ნაციონალური მოძრაობა“] ხელისუფლებას აბრალებენ, ეს არის მათ მიერ ჩადენილი“, - განაცხადა გოგა ხაინდრავამ.