ძალიან კარგია, როგორც ოპოზიციამ, მთელმა საზოგადოებამ, საერთაშორისო საზოგადოებამ, უკრაინამ აიძულა ეს ხელისუფლება რომ ჩასულიყო უკრაინაში და საკუთარი თვალით ენახა, როგორი ტრაგედია დატრიალდა იქ. ამიტომ კარგია ეს ვიზიტი, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, რომან გოცირიძემ განაცხადა.
„რაც შეეხება „ნაცმოძრაობის“ მონაწილეობას, გარემოებების გამო, მათ შორის „ქართული ოცნების“ ბოლო განცხადებების გამო, როდესაც ტერორისტებს და კრიმინალებს გვიწოდებენ, მათთან ერთად წასვლა პარტიამ გადაწყვიტა რომ არ იყო მიზანშეწონილი“, - აღნიშნა გოცირიძემ.
8 დეპუტატისგან შემდგარი საპარლამენტო დელეგაცია უკრაინაში სავარაუდოდ დღეს გაემგზავრება.