უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ალექსეი დანილოვმა განაცხადა, რომ უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბურ შეჭრამდე უკრაინის ხელისუფლებას ესმოდა, რა მოხდებოდა ქვეყანაში.
„ჩვენ გვესმოდა, რა მოხდებოდა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე. მეტიც, თავდასხმის თარიღი 22 თებერვალი იყო. 22 თებერვალს უნდა მომხდარიყო თავდასხმა იმ ფორმატში, რომელიც ახლა არის. ერთადერთი, რასაც არ ველოდით, ბელარუსის ტერიტორიის ჩართვა იყო. ჩვენ არ შეგვეძლო გამოვსულიყავით და საჯაროდ გვეთქვა მოსახლეობისთვის: „მეგობრებო, 22 თებერვალს ომი იწყება“. სახელმწიფო მართვის თვალსაზრისით, ეს დაუშვებელია. თუმცა, ჩვენ ვემზადებოდით“, - აღნიშნა უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა.
ალექსეი დანილოვის თქმით, ის, რომ უკრაინა თავს უკვე 50 დღის განმავ