პარტია „გირჩის“ ლიდერის, იაგო ხვიჩიას განაცხადებით, მისი ოპოზიციონერი კოლეგები მასთან თავს მაინცდამაინც კომფორტულად ვერ გრძნობენ და არ ეძახიან ასეთ შეხვედრებზე.
მისივე განცხადებით, აკერმანს არ იცნობს, მაგრამ ზოგადად ტრენინგებზე ნასწავლი რევოლუციის ნაკლებად სჯერა.
„არ ვიცნობ ბატონ აკერმანს, მაგრამ ზოგადად ტრენინგებზე ნასწავლი რევოლუციის ნაკლებად მჯერა. ოპოზიციიდან ჩემი კოლეგები ჩემთან თავს მაინცდამაინც კომფორტულად ვერ გრძნობენ და არ მეძახიან ასეთ შეხვედრებზე. რაღაც რევოლუციაზე იყო საუბარიო, მაგრამ მე ვიცნობ ჩემ კოლეგებს და არ მგონია ისინი რევოლუციონერები“, - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
6-8 აპრილს Rooms Kokhta-ში „ნაციონალური მოძრაობისა“ და რადიკალური ოპოზიციის შეკრება გაიმართა. „კვირას“ ინფორმაციით, ბაკურიანში გამართული შეხვედრის მთავარ საკითხს ხელისუფლების დამხობის გეგმის შემუშავება წარმოადგენდა, რაშიც რადიკალური ოპოზიციის ყველა წარმომადგენელი მონაწილეობდა (ხატია დეკანოიძე – „ნაციონალური მოძრაობა“, ბათუ ქუთელია – „დროა“, გიგა ბოკერია – „ევროპული საქართველო“, ზურაბ ჯაფარიძის „გირჩისა“ და პარტია „ლელოს“ წარმომადგენლები). შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ მიშა მშვილდაძე ტელეკომპანია „ფორმულადან“ და „მთავარი არხის“ წარმომადგენლები.
არასამთავრობო ორგანიზაციებიდან შეხვედრას გიორგი მშვენიერაძე და „სირცხვილიას“ აქტივისტები ესწრებოდნენ. ბაკურიანში არ მიიწვიეს არც ერთი ოპოზიციური პარტია, რომლებიც სააკაშვილის მიმართ ღია მხარდაჭერას არ გამოხატავენ.
შეხვედრის ტრენერი და მოდერატორი ცნობილი პოლიტტექნოლოგი პიტერ აკერმანი