აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ ყოველწლიურ ანგარიშში ბადრი პატარკაციშვილის საქმეს ეხმაურება.
„2008 წელს ბადრი პატარკაციშვილის გარდაცვალების საქმის სასამართლო პროცესს აგვისტოს მდგომარეობით მესამე მოსამართლე განიხილავდა. მას შემდეგ, რაც 2019 წელს პროკურორებმა დასკვნითი სიტყვა წარმოადგინეს, საქმე ახალ მოსამართლეს გადაეცა. ახალი მოსამართლე მოგვიანებით სხვა თანამდებობაზე გადაიყვანეს. სასამართლო განხილვას წინ უძღოდა გენერალური პროკურატურის მიერ 2018 წელს გამოძიების დაწყება, რომელიც 2007 წლის აუდიო ჩანაწერების გამოქვეყნების შემდეგ დაიწყო და რომელშიც ყოფილი მთავრობის წარმომადგენლები პატარკაციშვილის მკვლელობის მეთოდებს განიხილავდნენ, რომ მისი სიკვდილი ბუნებრივად წარმოჩენილიყო. შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილ თანამშრომელს, გიორგი მერებაშვილს ბრალი მკვლელობის დაგეგმვაში წაუყენეს“, - ნათქვამია ანგარიშში.