უკრაინაში, შინაპატიმრობიდან გაქცეული პუტინთან დაახლოებული უკრაინელი პოლიტიკოსი, ვიქტორ მედვედჩუკი დააკავეს

უკრაინაში, შინაპატიმრობიდან გაქცეული პუტინთან დაახლოებული უკრაინელი პოლიტიკოსი, ვიქტორ მედვედჩუკი დააკავეს

უკრაინაში, რუსეთის პრეზიდენტ პუტინთან დაახლოებული უკრაინელი პოლიტიკოსი, ვიქტორ მედვედჩუკი დააკავეს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

ოპერაციის დეტალები ამ ეტაპზე უცნობია. აღსანიშნავია, რომ ვიქტორ მედვედჩუკი სახელმწიფო ღალატში იყო ბრალდებული და შინაპატიმრობაში იყმოფებოდა. თუმცა, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ვიქტორ მედვედჩუკი შინაპატიმრობიდან გაიქცა. მისი ადგილსამყოფელი დღემდე უცნობი იყო.