ლევან იოსელიანი: სიამოვნებით დავუთმობ ბატონ სერგეენკოს, რომ იყოს დელეგაცის ხელმძღვანელი. ის ჩემზე უფროსიც არის, გამოცდილიც არის და მე ამასთან დაკავშირებით არანაირი პრობლემა არ მაქვს

ლევან იოსელიანი: სიამოვნებით დავუთმობ ბატონ სერგეენკოს, რომ იყოს დელეგაცის ხელმძღვანელი. ის ჩემზე უფროსიც არის, გამოცდილიც არის და მე ამასთან დაკავშირებით არანაირი პრობლემა არ მაქვს

სიამოვნებით დავუთმობ ბატონ სერგეენკოს, რომ იყოს დელეგაციის ხელმძღვანელი, - ამის შესახებ ლევან იოსელიანმა ქართველი დეპუტატების უკრაინაში ვიზიტზე საუბრისას განაცხადა. მანამდე „მოქალაქეების“ ლიდერი, ოპოზიციის გამგზავრების ორგანიზაციას უწევდა.

„ეს რომ ყოფილიყო მხოლოდ ოპოზიციის დელეგაცია, მაშინ მე ვიქნებოდი ხელმძღვანელი, როგორც ოპოზიციის კვოტით არჩეული ვიცე-სპიკერი. მაგრამ თუ ვიზიტში მონაწილეობას იღებს „ქართული ოცნება“ და ბატონი დავით სერგეენკო, მე სიამოვნებით დავუთმობ ბატონ სერგეენკოს, რომ იყოს დელეგაციის ხელმძღვანელი. ის ჩემზე უფროსიც არის, გამოცდილიც არის და მე ამასთან დაკავშირებით არანაირი პრობლემა არ მაქვს“, - განაცხადა იოსელიანმა.

„ქრონიკის“ ინფორმაციით, საპარლამენტო დელეგაციაში, რომელიც უკრაინაში გაემგზავრება, მმართველი პარტიიდან იქნებიან არჩილ თალაკვაძე, დავით სერგეენკო და ბექა ოდიშარია. ოპოზიციიდან დელეგაციაში იქნებიან: ლევან იოსელიანი, გიორგი ვაშაძე, ხატია დეკანოიძე და ყველა საპარლამენტო პარტიიდან ერთი წარმომადგენელი.