ხატია დეკანოიძე: ის, რომ უმრავლესობამ გადაწყვიტა ჩავიდეს უკრაინაში, არის ძალიან მნიშვნელოვანი

ხატია დეკანოიძე: ის, რომ უმრავლესობამ გადაწყვიტა ჩავიდეს უკრაინაში, არის ძალიან მნიშვნელოვანი

ჩემი დამოკიდებულების მიუხედავად ხელისუფლების, უმრავლესობის მიმართ, ის, რომ უმრავლესობამ გადაწყვიტა ჩავიდეს უკრაინაში, არის ძალიან მნიშვნელოვანი, - ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია“ -ს თავმჯდომარემ ხატია დეკანოიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

„გულწრფელად გითხრათ, ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანი უნდა იყოს ეს ვიზიტი, მათ შორის ამ შემადგენლობაში უნდა იყვნენ ოპოზიციის წევრებიც. ჩვენ ჯერჯერობით არ გვქონია ამასთან დაკავშირებით საუბარი, ვნახოთ როგორი ფორმატი იქნება“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

„ქრონიკის“ ინფორმაციით, საპარლამენტო დელეგაციაში, რომელიც უკრაინაში გაემგზავრება, მმართველი პარტიიდან იქნებიან არჩილ თალაკვაძე, დავით სერგეენკო და ბექა ოდიშარია. ოპოზიციიდან დელეგაციაში იქნებიან: ლევან იოსელიანი, გიორგი ვაშაძე, ხატია დეკანოიძე და ყველა საპარლამენტო პარტიიდან ერთი წარმომადგენელი.