არესტოვიჩი​: ჩვენთვის საუკეთესო ვარიანტია თუ პუტინი კიდევ ცოტა ხანს იცოცხლებს და უბრალოდ სანქციებით განადგურდება

არესტოვიჩი​: ჩვენთვის საუკეთესო ვარიანტია თუ პუტინი კიდევ ცოტა ხანს იცოცხლებს და უბრალოდ სანქციებით განადგურდება

უკრაინისთვის ვლადიმერ პუტინის სიკვდილი სასარგებლო არ იქნება - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველმა განაცხადა. ოლექსეი არესტოვიჩის თქმით, პუტინის სიკვდილი მრავალპარტიული, ლიბერალური რუსეთის ჩამოყალიბებას განაპირობებს, რაც უკრაინის წინააღმდეგობას გაართულებს.

"ჩვენთვის საუკეთესო ვარიანტია, თუ პუტინი კიდევ ცოტა ხანს იცოცხლებს და უბრალოდ სანქციებით განადგურდება. როცა უკრაინელები სიხარულით უსურვებენ პუტინის სიკვდილს, ეს რა თქმა უნდა ძალიან კარგია, თუმცა უკრაინისთვის პუტინის სიცოცხლე ბევრად უფრო მომგებიანი ვარიანტია, ვიდრე მის ნაცვლად სხვა ძლების მოსვლა.

პუტინის სიკვდილის შემთხვევაში იქნება რამდენიმე პოლიტიკური პარტია, რომლებიც დასავლეთთან შეთანხმებას მიაღწევენ. დასავლეთს სურს შეთანხმება. რუსეთს სანქციები მოეხსნება, მათ შორის ტექნოლოგიების განვითარების კუთხით და ისინი დაიწყებენ მსოფლიო წარმოებას. ეს მათ შესაძლებლობას მისცემს კონკურენცია გაუწიონ დასავლეთის სხვა ქვეყნებს და გახდნენ დასავლური ცივილიზაციის ნაწილი.

დასავლეთი ტაშს დაუკრავს ამას, რადგან დაინახავს სიტუაციის ნორმალიზების ყველა ფორმალურ ნიშანს. ლიბერალურ რუსეთთან, მისი ეკონომიკური, ტექნოლოგიური და კულტურული ექსპანსიის შემდეგ დაპირისპირება გაგვიჭირდება," - განაცხადა ოლექსეი არესტოვიჩმა.