ფრაქცია „ლელოს“ წევრი სალომე სამადაშვილი აცხადებს, რომ მინიმუმი, რისი გაკეთებაც შეუძლია „ქართულ ოცნებას“, გამოაცხადოს, რომ დაუყოვნებლივ იწყებს იმ რეფორმების გატარებას, რაზეც შევთანხმდით შარლ მიშელის შეთანხმების ფარგლებში.
„მესმის, რომ ძალიან მძიმე პოლიტიკური განაცხადია იმ დოკუმენტისთვის დაბრუნება, საიდანაც გავიდნენ, მაგრამ თქვან და დაიწყონ ამ რეფორმების გატარება, რაზეც შევთანხმდით შარლ მიშელის შეთანხმების ფარგლებში“, - აცხადებს სამადაშვილი.