ირაკლი კობახიძე: რადიკალურ ოპოზიციას არანაირი დადებითი როლის შესრულება არ შეუძლია ევროინტეგრაციის გზაზე და ერთადერთი, რაც შეუძლიათ გააკეთონ, არის ის, რომ არ შექმნან ხელოვნური დაბრკოლება, გვაცალონ

ირაკლი კობახიძე: რადიკალურ ოპოზიციას არანაირი დადებითი როლის შესრულება არ შეუძლია ევროინტეგრაციის გზაზე და ერთადერთი, რაც შეუძლიათ გააკეთონ, არის ის, რომ არ შექმნან ხელოვნური დაბრკოლება, გვაცალონ

რადიკალურ ოპოზიციას არანაირი დადებითი როლის შესრულება არ შეუძლია ევროინტეგრაციის გზაზე და ერთადერთი, რაც შეუძლიათ გააკეთონ, არის ის, რომ არ შექმნან არანაირი ხელოვნური დაბრკოლება, გვაცალონ, - ამის შესახებ პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციის მხრიდან ხელოვნური დაბრკოლებების შექმნის მცდელობაა განცხადებები, რომ ეს ხელისუფლება ვერ შეძლებს ევროკავშირში ქვეყნის გაწევრიანებას. მისივე თქმით, მათგან დაბრკოლებების შექმნის გამოცდილება წარსულიდანაც ახსოვთ.

„ყველამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა ამ ძალიან მნიშვნელოვან ისტორიულ პროცესზე, მათ შორის ოპოზიციის რადიკალურმა ნაწილმა და ხელოვნური დაბრკოლებები არ უნდა შეუქმნან ჩვენს ქვეყანას ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე, რისი მაგალითებიც გვახსოვს, განსაკუთრებით, ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით. პირდაპირ ევროკავშირის დერეფნებში დადიოდნენ კანდელაკი და სხვები, "ნაცმოძრაობის" წარმომადგენლები, რომ უვიზო მიმოსვლა არ მიგვეღო ევროკავშირისგან. აქაც არა მარტო ნიშნები, პირდაპირ განცხადებები მოვისმინეთ იმასთან დაკავშირებით, მაგალითად, რომ ამ ხელისუფლების პირობებში ვითომ ვერ გახდება ევროკავშირის წევრი ქვეყანა, არ ვიმსახურებთ და ა.შ. ეს არის ხელოვნური დაბრკოლებების შექმნის მცდელობა, რაც არის უპასუხისმგებლობა. მათ არანაირი დადებითი როლის შესრულება არ შეუძლია ევროინტეგრაციის გზაზე და ერთადერთი, რაც შეუძლიათ გააკეთონ, არის ის, რომ არ შექმნან არანაირი ხელოვნური დაბრკოლება, გვაცალონ,"- განაცხადა კობახიძემ.