სისხლის გუბეები დგას, ამ დროს უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ ამას ხელს უწყობს საქართველოს ხელისუფლების მიერ შავი ხვრელების შექმნა, ეს არ არის მხოლოდ პაპუაშვილის შეურაცხყოფის საკითხი

სისხლის გუბეები დგას, ამ დროს უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ ამას ხელს უწყობს საქართველოს ხელისუფლების მიერ შავი ხვრელების შექმნა, ეს არ არის მხოლოდ პაპუაშვილის შეურაცხყოფის საკითხი

ყოველგვარ ზღვარს გადაცილებული განცხადებები, რომელიც ახასიათებს უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარეს, გარკვეულწილად უნდა იყოს შეცვლილი, რიტორიკა მაინც უნდა იყოს შეცვლილი,- ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე- სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლების მხრიდამ დემარშს და შეურაცხყოფას აქვს ადგილი არამხოლოდ პოლიტიკური პირების, არამედ საზოგადოების.

"უამრავი ადამიანის, ბავშვების სიკვდილზე გვესმის ყოველდღიურად ინფორმაცია, სისხლის გუბეები დგას ინტერვენციის გამო, აი ამ ვითარებაში, როცა ნებისმიერი წარმომადგენელი, თუნდაც, უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ ამას ყველაფერს ხელს უწყობს გარკვეული შავი ხვრელების შექმნა (საქართველოს) ხელისუფლების მიერ, ეს არ არის მხოლოდ შალვა პაპუაშვილის ან ნებისმიერი ჩვენგანის შეურაცხყოფის საკითხი. ეს არის თემა, რომელიც ეხება საკმაოდ სერიოზულ შეურაცხოფას, ბრალდებას საქართველოს მიმართ, შავ ხვრელებში ძრომიალის თაობაზე, რაც "ნაცმოძრაობის" ნარატივს წარმოადგენს. ამის ფონზე გადაწყვეტილების მიღება ისე უნდა მოხდეს, რომ ეს არ იყოს ემოციურ ფონზე მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც გააჩნია ზოგიერთ ოფიციალურ პირს, პარლამენტის თავმჯდომარეს ან პოლიტიკურ ჯგუფს. საქართველო გვერდში უდგას უკრაინას მძლავრად, ყოველგვარი ორჭოფობის გარეშე, როგორც პოლიტიკურად, ასევე ჰუმანიტარული თვალსაზრისით და ამის გათვალისწინება ძალიან მნიშვნელოვანია, როცა საქართველო თავად წარმოადგენს უკრაინის შემდეგ ალბათ, ერთ- ერთ ყველაზე სერიოზულ სამიზნეს აგრესიისათვის,"- განაცხადა ვოლსკიმ.