დავით მათიკაშვილი უკრაინაზე:  ზუსტდება შემადგენლობა, რომელიც გაიგზავნება სამძიმრის სათქმელად

დავით მათიკაშვილი უკრაინაზე: ზუსტდება შემადგენლობა, რომელიც გაიგზავნება სამძიმრის სათქმელად

"ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის, დავით მათიკაშვილის განცხადებით, დელეგაცია საქართველოდან უკრაინაში წავა.

როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა, ზუსტდება შემადგენლობა, რომელიც სამძიმრის გამოსაცხადებლად უკრაინაში წავა.

„მივდივართ, არის საუბარი იმაზე რომ მივდივართ უკრაინაში. უკრაინასთან მიმართებაში არსებობს ცალკეული კითხვის ნიშნები. პარლამენტის თავმჯდომარემ უკვე მისცა შესაბამისი განმარტება და საკუთარი პოზიცია დააფიქსირა, როგორც სოციალური ქსელით, ისე ეს განმარტება საზოგადოებისთვის ცნობილია. პარლამენტის თავმჯდომარემ თავისი განმარტება გააკეთა, თუ რატომ არ მიდის ბუჩაში, ამასთანავე, გაკეთებული იყო განცხადება და ყველამ მოისმინა,რომ ზუსტდება შემადგენლობა, რომელიც გაიგზავნება სამძიმრის სათქმელად“,- განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

მისი თქმით, ის, რაც ბუჩაში ჩაიდინეს რუსებმა, საქართველოსთვის ძალიან კარგად არის ცნობილი.

ამასთან, მისი განმარტებით, საქართველო უკრაინას გვერდში უდგას.