რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ უკრაინასთან მოლაპარაკებების არგაგრძელების მიზეზებს ვერ ხედავს.
რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ უკრაინასთან მოლაპარაკებების პერიოდში რუსეთი საბრძოლო მოქმედებებში პაუზას არ აიღებს.
„მას შემდეგ, რაც დავრწმუნდით, რომ უკრაინელები არ გეგმავდნენ საპასუხო ქმედებას, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდის განმავლობაში არ იქნებოდა პაუზა, სანამ საბოლოო შეთანხმება არ იქნება მიღწეული”, - განაცხადა ლავროვმა.