ლევან იოსელიანი: როგორც ოპოზიციონერმა ვიცე-სპიკერმა, უკვე გავაკეთე კოორდინაცია ყველა ოპოზიციურ პარტიას შორის, ყველას თანხმობა მაქვს - აუცილებლად ჩავალთ ბუჩაში

ლევან იოსელიანი: როგორც ოპოზიციონერმა ვიცე-სპიკერმა, უკვე გავაკეთე კოორდინაცია ყველა ოპოზიციურ პარტიას შორის, ყველას თანხმობა მაქვს - აუცილებლად ჩავალთ ბუჩაში

მე, როგორც ოპოზიციონერმა ვიცე-სპიკერმა, უკვე გავაკეთე კოორდინაცია ყველა ოპოზიციურ პარტიას შორის, ყველას თანხმობა მაქვს - აუცილებლად ჩავალთ ბუჩაში, - ამის შესახებ "მოქალაქეების" დეპუტატმა, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ლევან იოსელიანმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, ვიზიტის თარიღზე ამ კვირაში შეჯერდებიან.

„არასოდეს ყოფილა ქართულ-უკრაინული ურთიერთობები ასეთ დაბალ დონეზე, როგორც დღეს არის. ამაში არის ჩვენი ხელისუფლების წვლილიც, ბრალიც. ჩვენი დეპუტატების წასვლა იქნება პირველი ნაბიჯი, რომ უკიდურესად დაბალ ნიშნულზე დასული ურთიერთობები წამოვწიოთ და დავაბრუნოთ იქ, სადაც უნდა იყოს. ჩვენ ოპოზიციას გვაქვს პასუხისმგებლობა, ჩავიდეთ და ჩვენი გასაკეთებელი გავაკეთოთ. მე, როგორც ოპოზიციონერმა ვიცე-სპიკერმა, გავაკეთე უკვე კოორდინაცია ყველა ოპოზიციურ პარტიას შორის, ყველას თანხმობა მაქვს, ყველა მზად არის წამოვიდეს, ამ კვირაში საბოლოოდ ჩამოვყალიბდებით დეტალებზე და გეტყვით, როდის ჩავალთ, აუცილებლად ჩავალთ და გამოვუცხადებთ სამძიმარს უკრაინელ ხალხს და უკრაინის ხელისუფლებას", - განაცხადა იოსელიანმა. დაზუსტებაზე უშუალოდ ბუჩაში ჩავლენ თუ არა, იოსელიანმა აღნიშნა, რომ სწორედ ბუჩაში ჩასვლაზეა საუბარი.

მისივე თქმით, იმედს იტოვებს, რომ საპარლამენტო დელეგაცია სრულად იქნება წარმოდგენილი და მათ შორის, მონაწილეობას მიიღებს მმართველი პარტიაც.