დღეს ევროკომისია საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადზე საპასუხოდ კითხვარს გადასცემს

დღეს ევროკომისია საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადზე საპასუხოდ კითხვარს გადასცემს

დღეს ევროკომისია საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადზე საპასუხოდ კითხვარს გადასცემს.

დოკუმენტს ევროკომისარი გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ლუქსემბურგში გადასცემს, სადაც ევროკავშირის წევრი ქვეყნების დიპლომატების შეხვედრაა დაგეგმილი.

კითხვარი აუცილებელი ეტაპია ევროინტეგრაციისა და კანდიდატის სტატუსის მინიჭების გზაზე. კითხვარზე საქართველოს ხელისუფლების მიერ პასუხების გაცემის შემდეგ, ევროკომისია მოამზადებს დასკვნას და ევროპულ საბჭოს გადაუგზავნის.

„ეს, რა თქმა უნდა, არის უმნიშვნელოვანესი მოვლენა, რაც გახსნის საქართველოსთვის კარს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე. პირველ რიგში, ნამდვილად დასაფასებელია, რომ ევროკავშირმა უპრეცედენტოდ მოკლე დროში მოამზადა კითხვარი საქართველოსთვის, უკრაინისთვის და მოლდოვისთვის“, - აცხადებს ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი.