ახლა მათ [რუსებს] სხვა გეგმა აქვთ, ჩვენ კი ჩვენი გეგმები გვაქვს, - ასე გამოეხმაურა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მიერ უკრაინაში ომის წარმართვისთვის ახალი მეთაურის, გენერალ ალექსანდრ დვორნიკოვის დანიშნას.
კულებას თქმით, რუსეთის თავდაპირველი გეგმა უკრაინაში შეჭრის შესახებ "ჩავარდა" და რომ "ისტორია გვიჩვენებს, თუ ვისი გეგმა გაიმარჯვებს".
უკრაინის პირველმა დიპლომატმა აღნიშნული კომენტარი ამერიკული ტელეარხის NBC-ის ეთერში გააკეთა.
“ჩვენ გვაქვს ჩვენი სტრატეგია და ეს სტრატეგია ემყარება იმ ვარაუდს და თავდაჯერებულობას, რომ ჩვენ გავიმარჯვებთ ამ ომში და გავათავისუფლებთ ჩვენს ტერიტორიებს“, - დასძინა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა.