„რუსები ყველას კლავენ: უკრაინელებს ბომბებით, თავისიანებს კი - ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის რადიაციით“, - წერს უკრაინის ენერგეტიკის მინისტრი Facebook-ის საკუთარ გვერდზე.
ის აღნიშნავს, რომ ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურისა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე რადიაციული ფონი შეისწავლეს.
„თხრიდნენ რადიაციაში დაბინძურებულ შიშველ ნიადაგს, აგროვებდნენ რადიოაქტიურ ქვიშას, სუნთქავდნენ ამ მტვერს. ასეთი რადიოაქტიური გამოსხივების შემდეგ, მათ მაქსიმუმ ერთი წელი აქვთ სიცოცხლე დარჩენილი. უფრო სწორად, არა სიცოცხლე, არამედ - ნელი სიკვდილი. სადგურის შენობა და ადმინისტრაციული შენობები ოკუპანტების ყოფნის შემდეგ საშინლად გამოიყურება. მათ გაანადგურეს და გაძარცვეს ყველაფერი, რაც ნახეს. ქვაბებიდან და ჩანგლებიდან დაწყებული, სათადარიგო ნაწილებითა და ტექნიკით დამთავრებული“, - წერს მინისტრი.
მედიამ რამდენიმე დღის წინ გაავრცელა კადრები, რომლებზეც ჩანს, რომ რუსმა სამხედროებმა თხრილები გააკეთეს ჩერნობილის ელექტროსადგურთან ახლოს, იმ ტერიტორიაზე, რომელიც უკიდურესად რადიოაქტიურ ზონადაა მიჩნეული.