მეუფე იაკობი: ჩვენ ყოველთვის მხარში ვედექით და დავუდგებით უკრაინას - ღმერთმა ინებოს, მსხვერპლი ნაკლები იყოს და ომი მალე დამთავრდეს

მეუფე იაკობი: ჩვენ ყოველთვის მხარში ვედექით და დავუდგებით უკრაინას - ღმერთმა ინებოს, მსხვერპლი ნაკლები იყოს და ომი მალე დამთავრდეს

საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ, ბოდბელმა ეპისკოპოსმა იაკობმა ხირსის სტეფანწმინდის მონასტერში მრევლს ქადაგებით მიმართა. მან უკრაინაში განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა.

„ცივილიზაციის სათავეში ვინც დგანან ქვეყნები, თუ ისინი არ შეთანხმდებიან მეორე ცივილიზაციასთან, რომელიც ძალის გამოყენებაზეა, მანამდე სამწუხაროდ, თავი არ მოვიტყუოთ, ეს ომი არ დამთავრდება. ღმერთმა ინებოს, მსხვერპლი ნაკლები იყოს და ომი მალე დამთავრდეს. ამ დიდ მარხვაში იმის მაგივრად, რომ იმაზე ვფიქრობდეთ, რომ მაცხოვარი ისევ მრავალჯერ ჯვარს არ ვაცვათ, ამ ომით ქრისტინობის დამტკიცება თუ რა ხდება. უკრაინა თავს იცავს, ჩვენ ან რომელიმე ქვეყანას რომ შეუვარდნენ, თავს დავიცავთ და უფლება კი არა, ჩვენი მოვალეობაც არის და ღირსების საკითხია. ღმერთმა ინებოს, რომ ყველასთვის ნაკლები ტკივილით დამთავრდეს. თორემ ნახეთ უკვე, რამოდენა ტკივილია. მსოფლიო შეეცდება, რომ არ გავიდეს უკრაინის ტერიტორიიდან, უკრაინაც ფიქრობდა ისე, რუსეთთან მიმართებაში სანამ ახლიდან არ შეუვარდა, დიპლომატიური ურთიერთობებიც არ ჰქონდა გაწყვეტილი, ახლა გაწყვიტა. ომის მთავარი ფინანსური წყაროა გაზი და ნავთობი, ქვანახშირი. ისევ იმ ტერიტორიაზე გადის და ისევ ცივილიზებული მსოფლიოს დიდი ნაწილი იღებს, ხალხს ხომ არ გავყინავთ, მაგრამ ამით ძალიან დიდი ფული შედის და ის ფული აწარმოებს კიდევ ომს.

რეალურად ვთქვათ, საქართელოს რაღაცას სთხოვენ, გავიხსენოთ, რომ ჩვენ ყოველთვის მხარში ვედექით და მხარში დავუდგებით უკრაინას, მაგრამ ომში მყოფმა ქვეყანამ არასწორი რაღაცეებით არ უნდა მოგვმართოს. ადამიანები ვართ და ხშირად შეიძლება შეგვეშალოს, ხშირად შეიძლება სულმოკლეები ვიყოთ, ვიღაცაზე რაღაცის გადაბრალება გვინდოდეს, მაგრამ როცა ბოდიშია მოსახდელი, როცა შენდობაა სათხოვნელი, ქრისტიანები ვართ და ერთმანეთს შენდობაც უნდა ვთხოვოთ. როგორ შეიძლება, ხალხს უჭირს და იქ არ ვიდგეთ, მაგრამ რატომ უნდა ფიქრობდნენ, რომ ქართველების ბრალია, რაც დაემართათ, ეს ხომ იდიოტობაა და იდიოტები აკეთებენ მაგას. ეს ხომ მტრობაა, ჩვენ ხომ ცივილიზებული ხალხი ვართ ქართველები. ჩვენი მტერიც გვიყვარს, პირადი მტრებიც კი, როდის იყო საომარი, რომ არ გვეომა. უკრაინაში ვინც გარდაიცვალა, არა მარტო ქართველები, ნებისმიერი ადამიანი ძალიან მტკივნეულია და რისთვის ვკვდებით? ეს ხომ არის - ორი სამყარო დაეჯახა ერთმანეთს, ერთი ცივილიზებულია და მეორე ცივილიზაცია ძალაზე დამყარებული. მალე მორჩება, უნდა შევეცადოთ, რომ ჩვენც დავეხმაროთ. უფალს ვთხოვოთ, როცა არ გინდა ომი, არ იქნება ომი. როცა გინდა ომი, იქნება ომი, მაგრამ ომში ვინ არის მართალი და ვინ მტყუანი. ქართველი ყოველთვის დგებოდა სიმართლის მხარეს და იქ, სადაც იყო ღმერთი და ცოტა ზედმეტ ლაპარაკს ჩვენ ერზე შევეშვათ და შიგნითაც იცოდნენ იმათ, რომ უნდა გავერთიანდეთ. არ შეილება ერთმა მხარემ მეორეს აგინოს, მეორეს მესამეს და ასე ერთმანეთს ვაგინოთ. როდესაც დამთავრდება ომი, ჩვენი საქართველო უნდა გავაძლიეროთ და ცივილიზებული მსოფლიოს ძლიერი ნაწილი უნდა ვიყოთ. კულტურული ერი ვართ, ისე ვიყოთ, რომ ჩვენი ღირსეული ადგილი ყოველთვის გვქონდეს. რა გახდა ერთი შერიგება? როგორ დავუჯერო იმ ადამიანებს, უკრაინაზე ან რუსეთზე უფრო მეტს ფიქრობდეს, ვიდრე საქართველოზე. ჯერ საქართველო და მერე სხვა ქვეყნები“, - განაცხადა მეუფემ.